საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ ქუთაისში უხარისხოდ შესრულებული და შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების არსებობა გააპროტესტა.

ქათამაძე მე-15 საბავშვო ბაღში შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებით დაინტერესდა.

“საკითხზე თავად ქალაქის მერმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტენდერი ჩაიშალა, რადგან თავად ფირმა არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა. როდესაც დაუმთავრებელი ქუჩები და პროექტები გვაქვს, ამ ფონზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან გადმორიცხული თანხებით არაფერი გაკეთებულა,”-განაცხადა ქათამაძემ.

აღნიშნულ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეწყვეტაზე კომენტარი ქალაქის მერმა გააკეთა. მურღულიას თქმით, სამუშაოების შეჩერების მთავარი მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის უპასუხისმგებლობაა.

“ბაღების მიშენებებთან დაკავშირებით 4 კონტრაქტი გაფორმდა. მათ შორის ორზე სამუშაოები არასათანადოდ მიმდინარეობდა. კომპანიამ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო, თუმცა გრაფიკს ვერ დაეწია. პირობები დაირღვა და კომპანიას ხელშეკრულება შევუწყვიტეთ,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *