ხმაურით დაიწყო ქუთაისის

მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია უკლებამ პარტიის სახელით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

“არჩევნებმა ტოტალური გაყალბებისა და შანტაჟის ფონზე ჩაიარა, ამიტომ ჩვენ არ ვცნობთ შედეგებს და “ნაციონალური მოძრაობა” დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს,”- განაცხადა უკლებამ.

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას გამოეხმაურა  “ქართული ოცნების” შტაბის უფროსი ქუთაისში ნიკა ლატარია. ლატარიას თქმით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა, ჯობდა სხდომაზე საერთოდ არ შესულიყო.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალექსანდრე ახალაძე უძღვება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *