ტყიბულში, თერჯოლასა და ხარაგაულში

20 ნოემბრის სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოების თავმჯდომარდ ქალბატონები აირჩიეს.

ტყიბულის საკრებულოს ნატალია კობახიძე უხელმძღვანელებს. ხარაგაულში მანანა ბარბაქაძე აირჩიეს, მისი მოადგილე კი რუსუდან გიორგაძეა. მანანა ბარბაქაძე საკრებულოს მანამდეც ხელმძღვანელობდა.თერჯოლაში საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე გახდა.

სხვა მუნიციპალიტეტების მონაცემები ასეთია:

წყალტუბო : თავმჯდომარე – გრიგოლ ივანეიშვილი, მოადგილე პაატა ახალაძე

ბაღდათი: თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, მოადგილე ნოდარ გიორგიძე.

საჩხერე : თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, მოადგილე ირაკლი ჩხიკვაძე( წინა მოწვევის საკრებულოში ის მოადილის პოსტს იკავებდა.)

ზესტაფონი: თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე თემურ საყვარელიძე

ვანში საკრებულოს ალექსანდრე ლილუაშვილი მეორე ვადით უხელმძღვანელებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიების ხელმძღვანელებს კი აქ ხვალ აირჩევენ.

ასევე მეორე ვადით იქნება საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციციქიშვილი. ჭიათურაში 20 ნოემბერს დეპუტატებმა საკრებულოს ძველი თავმჯდომარე არ შეცვალეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიების ხელმძღვანელების ვინაობა ჭიათურაშიც ხვალ გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *