ქუთაისის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების გამოყენებას დღეს შეუდგა.

გიორგი ჭიღვარიამ სავარძელი უკვე დაიკავა.

ქალაქის ახალმა მერმა შოთა მურღულიასა და მის გუნდს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ჭიღვარია განმარტავს, რომ ქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.

“ჩვენ ეტაპობრივად წარგიდგენთ ვიცე მერებს, შემდეგ კი სამსახურის უფროსებთან დაკავშირებით იქნება კონკურსი,”-განაცხადა ჭიღვარიამ.

ქალაქის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეორგანიზაციის მიზეზად ხალხისათვის უკეთესი პირობების შექმნა დაასახელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *