ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს

ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა  აღნიშნული პოსტი აკაკაი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით წიტაიშვილმა ჩაიბარა.

გიორგი ჭიღვარიამ ,, ააიპის” ყოფილ ხელმძღვანელს ნანა ლორთქიფანიძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ბაგა ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი ბავშვებისთვის შესაფერი და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა იქნება. მისივე თქმით აუცილებელია ბაღებში პატარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა მათი სამომავლო განვითარებისთვის.

შეგახსნებთ, დავით წიტაიშვილმა ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებში მნაწილეობაზე უარი განაცხადა. იგი  “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” წევრი იყო. წიტაიშვილი არჩევნების დროს გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოს აწარმოებდა წინასაარჩევნო კამპანიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *