ღირსების მანიფესტაცია, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს

იმერეთიდან შეუერთდებიან. “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გიგა შუშანია ამბობს, რომ ამ მანიფესტაციას მთელი საქართველოდან ყველა პატრიოტი შეუერთდება.

“ყველა პატრიოტი, მათ შორის მეც და რათქმაუნდა ბევრი ადამიანი მთელი საქართველოდან შეუერთდება ამ მანიფესტაციას, რათა უარი უთხრას ოლიგარქიულ მმართველობას როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არის შეთქმულება ორი ოლიგარქისა, რომელიც თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ღირსების მანიფესტაციას მართავს. მხარდამჭერებს თბილისში, რუსთაველის მეტროსთან, 14:00 საათისთვის ელოდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *