ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება”

ექვსმა დეპუტატმა დატოვა.  19 კაციანი ფრაქცია ნანა კოსტავამ, ნიკოლოზ ლატარიამ, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა, ლაშა გვენეტაძემ, მამუკა რიჟამაძემ, დათო წულეისკირმა დატოვეს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ ფრაქცია “ქართული ოცნების” პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა. პირველ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ფრაქციის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა წარმოადგენდა.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, 6 დეპუტატი ახალ ფრაქციას შექმნის. ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული, სადაც განსახილველ საკითხებს შორის ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” ცვლილებები და ახალი ფრაქციის შექმნა იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *