პოლიტიკა
"საკრებულოს რიგგარეშე სხდომების რაოდენობას შევამცირებთ"
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"კვლევის შედეგებს ეხმაურება.

კვლევის მიხედვით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოში 71 სხდომა ჩატარდა, აქედან რიგგარეშე იყო 35 სხდომა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უნდა შემცირდეს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა და მასზე განსახილველი საკითხების რიცხვიც.

ნიკა ლატარიას თქმით, რიგგარეშე სხდომები ხშირად აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა მომავალში მათი რაოდენობის შემცირებაა დაგეგმილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეკომენდაციას აუცილებლად გავითვალისწინებთ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომების რაოდენობას შევამცირებთ. სწორედ ამ მიზნისთვის მიმდინარეობს ცვლილებები მერიაშიც და საკრებულოშიც. რიგგარეშე სხდომები აუცილებელიც არის ხოლმე და ეს ბუნებრივია. არც ერთი რიგგარეშე სხდომა უმიზეზოდ არ იყო მოწვეული. ყველაფერი მოხდა აუცილებლობიდან გამომდინარე,"-განაცხადა ლატარიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" განმარტავენ, რომ რიგგარეშე სხდომები ხელს უშლის მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობას.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
 ქუთაისის საკრებულოს წევრების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:25 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის საკრებულოში დასაქმებული
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:00 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8433
TRY
TRY
0.5072
USD
USD
2.4503
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 18 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img