ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”კვლევის შედეგებს ეხმაურება.

კვლევის მიხედვით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოში 71 სხდომა ჩატარდა, აქედან რიგგარეშე იყო 35 სხდომა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უნდა შემცირდეს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა და მასზე განსახილველი საკითხების რიცხვიც.

ნიკა ლატარიას თქმით, რიგგარეშე სხდომები ხშირად აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა მომავალში მათი რაოდენობის შემცირებაა დაგეგმილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეკომენდაციას აუცილებლად გავითვალისწინებთ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომების რაოდენობას შევამცირებთ. სწორედ ამ მიზნისთვის მიმდინარეობს ცვლილებები მერიაშიც და საკრებულოშიც. რიგგარეშე სხდომები აუცილებელიც არის ხოლმე და ეს ბუნებრივია. არც ერთი რიგგარეშე სხდომა უმიზეზოდ არ იყო მოწვეული. ყველაფერი მოხდა აუცილებლობიდან გამომდინარე,”-განაცხადა ლატარიამ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” განმარტავენ, რომ რიგგარეშე სხდომები ხელს უშლის მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *