ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომებს ქალაქის მერი არ ესწრებოდა.

რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, რატომ არ დაესწრო გიორგი ჭიღვარია საკრებულოს ორ რიგით და ერთ რიგგარეშე სხდომებს.

მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ საკრებულოს სხდომებს მერის მოადგილე ესწრებოდა, თავად გიორგი ჭიღვარია კი მომავალ სხდომებში და რიგი საკითხების ფორმირებაში მომავალში მიიღებს მონაწილეობას.

“საკრებულოს სხდომებს ყოველთვის ესწრება მერის მოადგილე. იმ შემთხვევაში, როცა ქალაქის მერი ვერ მოახერხებს საკრებულოზე დასწრებას, მისი წარმომადგენელი ყოველთვის იქნება სხდომაზე და მონაწილეობას მიიღებს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში. საკრებულოს სხდომებს ბატონი გიორგი ჭიღვარია აუცილებლად დაესწრება და მიიღებს მონაწილეობას რიგი საკითხების ფორმირებაში,”-აცხადებენ პრესსამსახურში.

ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს დეპუტატები სამჯერ შეიკრიბნენ. სხდომებზე კომისიებისა და ფრაქციების შემადგენლობები დამტკიცდა. ასევე, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხზეც იმსჯელეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *