პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე გახდა
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით გოგისვანიძე დასახელდა.

გოგისვანიძე აღნიშნულ პოსტზე პრაიმერის (შიდა გამოკითხვის) წესით შეირჩა.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ დავით გოგისვანიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

"ეს არის ახლადშექმნილი პარტიის პირველი კონფერენცია. შეფასდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. ასევე, ქუთაისისათვის განკუთვნილი კვოტის თანახმად, შეირჩა პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატურა,"-განაცხადა გოგისვანიძემ.

კონფერენციას "ევროპული საქართველოს" ლიდერები დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია და გიგი წერეთელი ესწრებოდნენ.

გიგი წერეთელმა პარტიის ქუთაისის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს არჩევნებზე აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა და საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ვფიქრობთ, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქუთაისის ორგანიზაციის გასაძლიერებლად. ჩვენ, როგორც პარტია, შიდადემოკრატიის პრინციპს ვეყრდნობით. მნიშვნელოვანია, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები ჩვენი ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილნი იყვნენ. ჩემთვის ქუთაისში ის კანდიდატი იქნება მისაღები, ვისაც ქუთაისელები მიიღებენ,"-განაცხადა ბაქრაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პარტიის საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე ირჩევა.

"ევროპული საქართველო" ყველას ანახებს მაგალითს, რომ პარტია არა კონკრეტული პირების ფუფუნებისთვისაა შექმნილი, არამედ დაფუძნებულია ხალხის გადაწყვეტილებაზე. ყველა თავმჯდომარეს უნდა ესმოდეს, რომ ისინი ხალხისგან იღებენ ნდობას, რომელიც უნდა გაამართლონ და რომლის მიხედვითაც გადაწყდება მათი პოლიტიკური მომავალი,"-განაცხადა ხოშტარიამ.

დავით გოგისვანიძის არჩევამდე, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას გია თევდორაძე ასრულებდა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
16:18 / 24.09.2018
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების
რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
ახალი ამბები
ბესიკ გოფოძე იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
16:18 / 24.09.2018
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - თორნიკე ბარათაშვილი პარალამენტის ქუთაისიდან გადატანაზე
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
"სამწუხაროა, რომ მათ ქუთაისი ვერ აღიქვეს საპარლამენტო ქალაქად"
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
გამჭვირვალობის ზრდა და ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს ​შექმნა- რა წერია ქუთაისის მერიის ეკონომიკურ და ანტიკორუფციულ გეგმებში
16:05 / 21.09.2018
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის მერიის ეკონომიკური და ანტიკორუფციული გეგმები განიხილა.
ქუთაისში ყოფილი ციხის შენობის პრივატიზება იგეგმება
14:10 / 21.09.2018
ქუთაისში, ტაბიძისა და მალანიას ქუჩების კვეთაზე, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე
ვალუტა
EUR
EUR
3.0854
TRY
TRY
0.4172
USD
USD
2.6216
ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 18 - 26 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img