პოლიტიკა
"ყველა სამშენებლო კომპანიას მოვუწოდებ, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან სამშენებლო ნორმები"-გიორგი ჭიღვარია
ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას დავალებით ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შემოწმება ხორციელდება. მათივე განმარტებით, აღნიშნულის მიზანს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პროექტთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენს.

ქუთაისის მერი ყველა სამშენებლო კომპანიას მოუწოდებს, დაიცვან პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებსა და მსგავს შემთხვევებთან ვიქნებით შეურიგებელნი. ამიტომ ყველა სამშენებლო კომპანიას მოვუწოდებ, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან სამშენებლო ნორმები. არ დაარღვიონ წესები და პატივი სცენ შეთანხმების ყველა დეტალს. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პერიოდი, როცა მენაშენეები თუ სამშენებლო კომპანიები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და პატივს არ სცემენ წესებით შედგენილი პროექტის ნორმებს. ჩვენ არ დავუშვებთ ქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახის დამახინჯებას, არც ერთი კომპანიის ინტერესებისთვის,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისში თამარ მეფის 10-ნომერში ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მიმდინარე მრავალბინიანი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა, რომელსაც შპს ,,სახლი #1" აწარმოებს მერის დავალებით უკვე შეამოწმეს. როგორც მერიაში აცახდებენ, ობიექტის შემოწმებით დადგინდა, რომ მშენებლობა შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის და პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, რომელთაგან უმნიშვნელოვანეს დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეთანხმებულია როგორც 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი სარდაფით და კომერციული ფართით. რეალურად კი აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარე წარმოადგენს 7 სართულიან შენობა ნაგებობას.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას ჩაბარდა მითითება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ მეშველიანი მერიის
საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს.
14:56 / 12.12.2018
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეები სამუშაო პროცესის
აღდგენას ითხოვენ.
13:09 / 12.12.2018
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ.
ახალი ამბები
მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს
14:56 / 12.12.2018
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს.
მეშახტეები მინდელის სახელობის შახტში სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ
13:09 / 12.12.2018
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ.
ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
12:48 / 12.12.2018
კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან განახლდება
16:08 / 11.12.2018
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.
ზესტაფონის მერი მერობის ყოფილ კანდიდატს გიორგი გოგლიჩიძეს სასამართლოში უჩივლებს
13:44 / 11.12.2018
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მერობის ყოფილ კანდიდატსა და მიმდინარე აქციების ორგანიზატორს
ვალუტა
EUR
EUR
3.0144
TRY
TRY
0.4940
USD
USD
2.6594
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
თბილისი -1 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img