საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრა.

როგორც ჭიღვარიამ განმარტა, ქუთაისის მერიაში კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აღარ იქნება და ფუნქციონირებას კულტურის განყოფილება გააგრძელებს. მისივე თქმით, გაუქმებული სამსახურის ფუნქციები მერიის დაქვემდებარებაში მყოფ აიპებზე გადანაწილდება.

“პროგრამები, რომლებიც კულტურისა და სპორტის მიმართულებით არსებობს, გაგრძელდება. აღნიშნულიო ცვლილებების შემდეგ მერიის მართვა უფრო ეფექტურად განხორციელდება,”-განაცხადა ჭიღვარიამ.

ცვლილებები შეეხო მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურსაც. აღნიშნული სამსახური ორად გაიყო.

“ცოტა უხერხული იყო, როდესაც ერთი სამსახურის ხელმძღვანელი თან ნებართვას გასცემდა და თან ზედამხედველობის ფუნქციას ასრულებდა,”-განაცხადა ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერიაში ფუნქციონირებას კვლავ 9 სამსახური გააგრძელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *