“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შექმნა.

ახალი ფრაქციის სახელწოდებაა “ქართული ოცნება-მწვანეები”, რომლის შემადგენლობაშიც ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატები არიან. ფრაქციის შემადგენლობაში იმედა საღინაძე, მაია სიმონიძე და ამირან კოპალეიშვილი შედიან.

ფრაქციას იმედა საღინაძე უხელმძღვანელებს.

მმართველ გუნდს საკრებულოში ფრაქციები: “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება -კონსერვატორები” და “ქართული ოცნება- მრეწველები” აქვს შექმნილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *