პოლიტიკა
„მერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ 2-3 ადამიანი ერთ საქმეს არ აკეთებდეს“
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება. სამუშაო ადგილი უკვე 32-მა ადამიანმა დატოვა. მიმდინარეობს სამსახურის უფროსობისა და განყოფილების ხელმძღვანელობის კანდიდატებთან გასაუბრება.

საკრებულოში ვაკანსიები გამოცხადდა: ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში), ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა(საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიაში) და საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (საქმისწარმოების საკითხებში) თანამდებობებზე.

"ყველაფერი გამჭვირვალედ მიდის იმის მიხედვით ვინ რა სამუშაო გასწია, ვინ არის პროფესიონალი. ერთი საკითხის შესახებ მინდა განვაცხადო. ქალაქის მერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევ სამსახურის ფუნქციებიდან, დებულებიდან გამომდინარე არ მოხდეს საშტატო ერთეულების გაორება, 2-3 კაცი აკეთებდეს ერთ საქმეს", - განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი კუჭუხიძემ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
12:54 / 12.01.2018
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
ახალი ამბები
ვალუტა
EUR
EUR
3.1058
TRY
TRY
0.6657
USD
USD
2.5451
«« იანვარი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი -3 - 2 °C
img
ქუთაისი 4 - 8 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img