ქუთაისის მერის ადმინისტრაციულ ერთეულებში

ახალი ხელმძღვანელები ოფიციალურად წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გაგა ბოჭორიშვილი, საფიჩხიაზე ნაილი ჭელიძე, კახიანოურში ია შენგელია, მუხნარში ნანა მეგრელიშვილი, ნიკეას უბანში მიხეილ ნავაძე, ვაკის უბანში გიორგი მამასახლისი, ავანგარდში გიორგი მუქერია, ავტოქარხანაში ნინო ტატურაშვილი , გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ცაგარეიშვილი ,უქიმერიონში ზაზა ჭელიძე, ხოლო გუმათში შალვა ლომთაძე წარადგინა. წარდგენას მერთან ერთად ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. გიორგი ჭიღვარიას თქმით ის ენდობა ახალ ხელმძღვანელებს და იმედოვნებს, რომ ყველანი პირველ რიგში მოქალაქეების იმედებს გაამართლებენ”,- წერია გავცრლებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *