16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის

განხილვა იგეგმება. საკრებულოს სხდომათა დარბაზში განხილვას არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლები დაესწრებიან.

ჯერჯერობით ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განხილვა შესაბამის კომისიებში არ დაწყებულა. ასევე უცნობია პრიორიტეტული მიმართულებები.
მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტში ქალაქის მერის , გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო დაპირებები იქნება ასახული და ის საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი იანვრის ბოლოს უნდა დაამტკიცოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *