ქუთაისის მერია კიდევ

ერთ ა(ა)იპ-ს შექმნის. ახალი ა(ა)იპ-ის ფუნქციებში გარე განათების, შუქნიშნების მოწესრიგება შევა. როგორც მერიაში განმარტავენ, გარე განათების, შუქნიშნები ექსპლოატაცია-მომსახურეობისათვის 2 მილიონ 400 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. ახალი ა(ა)იპის ბიუჯეტი კი 1 მილიონ 600 ათასი იქნება.

როგორც მერიაში ამბობენ, ახალი ა(ა)იპის შექმნით გაიზრდება სამუშაოების ხარისხი, შემცირდება ელექტრო ენერგიის ტარიფი და გარე განათება გადავა დისტანციურ მართვაზე, შესაძლებელი იქნება ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *