ქუთაისში დღეს 2018 წლის ბიუჯეტის

დამტკიცებას გეგმავენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი პროექტისათვის მხარის დაჭერას არ აპირებენ. “ევროპული საქართველოს” დეპუტატები ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტი არ ასახავს მოსახლეობის ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აპირებენ მხარი დაუჭირონ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას, ეჭვი არ ეპარებათ, რომ დოკუმენტის მიღებას დღეს უმრავლესობა მაინც შეძლებს.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ ბიუჯეტს დაამტკიცებენ. სურვილიც არ გააჩნიათ უმრავლესობაში, რომ ჩაწვდნენ ბიუჯეტის ფორმირების პროცესს. ბიუჯეტს მიიღებენ, მაგრამ ოპოზიციის მოთხოვნები არ იქნება გათვალიწინებული. მძიმე ეკონომიკურ ფონზე ვითხოვდით სოციალური პროექტებზე ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული. კერძოდ, საპენსიო დანამატის გაკეთებას ქუთაისის მასშტაბით პენსიონერებისათვის. ბიუჯეტის ეს პროექტი არ ასახავს გაჭირვებული მოსახლეობის ინტერესებს”,- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 54 მილიონითაა განსაზღვრული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *