ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ

2018 წლის ბიუჯეტის საზოგადოებისათვის გაცნობისა და დამტკიცების პროცესი შეაფასა.

როგორც ნიკოლოზ ლატარია განმარტავს, ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს გაეცნო. მისივე თქმით, მოსახლეობას ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს მაჟორიტარებმა თავადვე წარუდგინეს.

2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად სოციალური სფერო და ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნები ახალი დასრულებულია და ადგილობრივ თვითმმართველობას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა, რაც, მისივე თქმით, ბიუჯეტში შეძლებისდაგვარადაა გათვალისწინებული.

“სასურველი იყო, ოპოზიცია უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ბიუჯეტის განხილვაში. პროტესტის ნიშნად საკრებულოსა და კომისიების მუშაობა დატოვეს,”-განაცხადა ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ახალი ფინანსური დოკუმენტი 54 მილიონი ლარით განისაზღვრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *