ტყიბულის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

ტყიბულის მერის მოადგილის, სოფიო ბოჭორიშვილის თქმით, რეორგანიზაცია უმტკივნეულოდ ჩაივლის.

“ეს პროცესი, სხვა მუნიციპალიტეტებისაგან შედარებით, უმტკივნეულოდ ჩაივლის, რადგან დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მცირეა. იმ გამოცდილებას, რად დაგროვილი აქვს ჩვენს თანამშრომლებს, აუცილებლად გამოვიყენებთ”,- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას სოფიო ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, მერის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგეგმილი არაა, მხოლოდ 2-3 საშტატო ერთეულის დამატება იგეგმება,

“რომლებიც აქამდე ხელშეკრულებით იყვნენ, ისინი შტატში გადავლენ. შემცირებები ჩვენთან გამორიცხულია”,- ამბობს სოფიო ბოჭორიშვილი.

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რეორგანიზაციის პროცესი ტყიბულში თებერვლის პირველ რიცხვებში დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *