ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა.

მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ლევან კინწურაშვილი უხელმძღვანელებს, ეკონომიკური სამსახურის უფროსი გიორგი გიორგობიანი იქნება, საფინანსო სამსახურის უფროსად კი დავით ნიშნიანიძე დაინიშნა. საბინაო სამსახურის უფროსის კანდიდატურა ჯონი არაბიძემ ჩაიბარა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამსახურს, მას ბექა ყურაშვილი უხელმძღვანელებს.

გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, მერიის სამსახურის უფროსები პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ სამსახურის უფროსები კონკურსის გზით შეირჩნენ. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, რომელიც საბუთების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *