ქუთაისის მერია კვლავ ქალაქის მთავარი არქიტექტორს ეძებს.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, პოსტი ამ დრომდე თავისუფალია, რომელზეც ვაკანსია უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის გაიყო და ორი სამსახური შეიქმნა.

წლების განმავლობაში ქუთაისის მერიას არქიტეტურის სამსახურის ხელმძღვანელი არ ყოლია.

ჭიღვარიას განმარტებით, ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დასრულებულია. რაც შეეხება ეტაპობრივად ვაკანსიების გამოცხადებას, მისივე თქმით, რეორგანიზაციის პროცესი დინამიური იყო და მერია იძულებული იყო გამოთავისუფლებული ადგილი ახალი კადრებით შეევსო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *