ქუთაისის მერიას ადმინისტრაციული სამსახურის ახალი უფროსი ჰყავს.

ლევან კინწურაშვილი აღნიშნულ პოსტზე დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ წარადგინა.

როგორც კინწურაშვილმა განმარტა, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ახალი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება იგეგმება.

“ადმინისტრაციული სამსახური ქუთაისის მერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია. რა თქმა უნდა, მომავალში ახალი პროექტები და პროგრამები იგეგმება. ქუთაისის მერიას ეფექტური და მობილური ადმინისტრაციული სამსახური ექნება,”-განაცხადა კინწურაშვილმა.

ახალი თანამდებობის დაკავებამდე ლევან კინწურაშვილი ხონის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *