პოლიტიკა
ქუთაისის მერიას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები ქუთაისის მერიას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი განმარტავს, რომ ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელის მოსაწესრიგებლად გამოცხადებული ტენდერი ბოლო რაუნდში გააუქმა და ახალი ააიპის შექმნა დააანონსა. ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ქუთაისის მერიას ტენდერის გაუქმება შესყიდვების სააგენტოსთვის ათი დღით ადრე უნდა ეცნობებინა.

"2017 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერის ბოლო რაუნდი სამ იანვარს ჩატარდა და გამოვლინდა ორი პრეტენდენტი, რომელთაგან ერთ-ერთმა შედარებით დაბალი ფასი აჩვენა. ეს იყო გამარჯვებულის გამოცხადების წინა პირობა, თუმცა იმავე დღეს სატენდერო კომისიის ოქმი გამოვიდა, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ტენდერი,"-განაცხადა ბარათაშვილმა.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე გია გოქაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას უშლის ხელს.

"როდესაც მოქალაქეს გაუჩნდება სურვილი-მიიღოს მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში, თუ ის არ არის მერის ან გუბერნატორის ახლობელი, თავისუფლად, იმავე მიზეზით გამოუშვებენ ტენდერიდან,"-განაცხადა გოქაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერის შეწყვეტით არც კანონი და არც მონაწილეების უფლებები დარღვეულა.

"ქუთგანათების" დაფუძნებას საკრებულომ მხარი მიმდინარე თვეში დაუჭირა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის
მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
15:57 / 20.03.2019
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები
ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
13:44 / 20.03.2019
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების
შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
13:29 / 20.03.2019
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 11 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
ქუთაისელი მოსწავლის ნახატი მსოფლიოს 50 საუკეთესო ნამუშევართა შორის მოხვდა
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის, 10 წლის თამარ ნოზაძის
18:15 / 28.02.2019