ვანში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 7 მილიონ

ლარამდე თანხას დახარჯავენ. ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ივანიაძის თქმით, რეგიონალური განვითარების ფონდიდან პროექტებისათვის 3 მილიონ 900 ათასი ლარია გამოყოფილი.

“ინფრასტრუქტურაზე მთლიანად იხარჯება ბიუჯეტის თითქმის 50 პროცენტი, 7 მილიონ ლარამდე. აქან ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 3 მილიონ 900 ათასის პროექტები გვაქვს. თითქმის არ დარჩება მუნიციპალიტეტში სოფელი, რომლის ცენტრშიც ასფალტირებული გზა არ მივა. ასევე  1 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება”, – განაცხადა რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში საუბრისას გიორგი ივანიაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *