პოლიტიკა
"ქუთაისის მერია თავისი ყველა სამსახურით და განყოფილებით უნდა იყოს ხალხის სამსახურში "
"ქუთაისის მერია თავისი ყველა სამსახურით და განყოფილებით უნდა იყოს ხალხის სამსახურში და მოსახლეობის ყველა პრობლემა დროულად გადაჭრილი",-ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცლებეულ მერის იმ კომენტარშია აღნიშნული, რომელიც მან ახლადდანიშნულ სამსახურის უფროსებთან, ადგილობრივი მუნიციპალური ერთეულების წარმომადგენლებთან და ააიპების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა.


,,ქუთაისის მერია თავისი ყველა სამსახურით და განყოფილებით უნდა იყოს ხალხის სამსახურში და მოსახლეობის ყველა პრობლემა დროულად გადაჭრილი. ჩვენ ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაქვს ყველა მოქალაქის წინაშე, რომ მომდევნო 4 წელი ქუთაისისთვის იქნება გადამწყვეტი. ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს მეტად პერსპექტიული, მიმზიდველი და საინტერესო ვიდრე აქამდე იყო. ნდობას ვუცხადებ თითოეულ თქვენგანს და ვიმედოვნებ რომ 4 წლის განმავლობაში ვიქნებით პროდუქტიულები და ჩვენი შრომა ქუთაისისთვის იქნება ნაყოფიერი,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღევანდელ თათბირზე.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ჭიღვარიამ თითოეულ მათგანს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ ქუთაისის მერიის ყველა სამსახური და განყოფილება უნდა იყოს ხალხის სამსახურში რათა ყველა მოქალაქის პრობლემა თუ საკითხი დროულად მოგვარდეს.

"ქუთაისის მერი დღევანდელ თათბირზე გარევაჭრობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის ტერიტორიები სადაც გარევაჭრობა მიმდინარეობს მაქსიმალურად უნდა დასუფთავდეს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა ანტისანიტარიამ არ შეაწუხოს,"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის
მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
15:57 / 20.03.2019
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები
ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
13:44 / 20.03.2019
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების
შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
13:29 / 20.03.2019
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 2 - 9 °C
img
ბათუმი 5 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
"სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ნიჭიერ ბავშვებს პერსპექტივა არ ექნება"
გადაცემაში "მთელი დღე" მაია სურმავასთან ერთად, საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში გაგა ყუფარაძე.
17:01 / 21.02.2019