ქუთაისისა და იმერეთის რამდენიმე

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები გადამზადდებიან. აღნიშნული ინიციატივის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები “ნათელი მომავალი” და “ნეოფილების კლუბია”.

ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეებს 2018 წელს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე ჩაუტარდებათ ტრენინგები. გარდა ამისა, ყოველი ორი თვის შემდეგ, განხორციელდება მონიტორინგი.

პროექტის კოორდინატორი მაკა კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტებსა და ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

“მომდევნო ათი თვის განმავლობაში, ყოველი ორი თვის ბოლოს გამოვითხოვთ საჯარო ინფორმაციებს მუნიციპალიტეტებიდან თუ რამდენად სრულდება ჩვენი რეკომენდაციები,”-განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

გადამზადებას საჯარო მოხელეები წყალტუბოში, სამტრედიასა და ხონში გაივლიან. 

“მემორანდუმის ხელმოწერით უკვე გამოვხატეთ თანამშრომლობაზე თანხმობა. პროექტი საშუალებას მოგცემს, მუნიციპალიტეტის მერიაში მომუშავე მოხელეებმა გაიღრმავონ ცოდნა. გარდა ამისა, პროექტი საკრებულოსა და მერიის გამჭვირვალე მუშაობა შეუწყობს ხელს,”-განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჭულუხაძემ.

თითოეულ მუნიციპალიტეტში ტრენინგი 4 საჯარო მოხელეს ჩაუტარდება, ორს საკრებულოდან ორს კი მერიიდან. მონაწილეების შერჩევისას პრიორიტეტი იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების წარმომადგენლებს მიენიჭება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *