პოლიტიკა
მერიის ინფორმაციით, „ქუთგანათება“ ელექტროენერგიის ხარჯებს შეამცირებს
ქუთაისის მერია ახალი "ქუთგანათების სერვისის" შექმნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ქუთაისის მერია ახალი ა(ა)იპის ,,ქუთგანათების სერვისის" შექმნით თანხების დაზოგვასა და დარგის ეფექტურად გამართვას გეგმავს. ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისი"-ს შექმნის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მერია განახორციელებს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, გარე განათებისა და შუქნიშნების ექსპლუატაციაში.კერძოდ ა(ა)იპის დაფინანსება შეადგენს 3 463 000 ლარს, საიდანაც 1 763 000 ლარი დაიხარჯება მოხმარებული ელ ენერგიის ხარჯის დასაფარად. ძველ დაფინანსებასთან შედარებით აღნიშნული ეკონომია წარმოიქმნება, ახალი LED ტიპის 90 ვ სანათების ჩანაცვლებით. ,,ქუთგანათების" სერვისი"-ს სპეც. ინვენტარი, მომსახურების და არაფინანსური აქტივების ხარჯი შეადგენს 1 700 000 ლარს, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ხელფასები, ასევე ახალი ტექნიკის შეძენა, პირველი წლის პერიოდში. შესაბამისად, მომდევნო წლის ბიუჯეტში ტექნიკის შესაძენად თანხები აღარ გაიწერება, რაც, ასევე, ეკონომიას ქმნის.

ქუთაისის მერია გარე განათებისა და შუქნიშნების ექსპლუატაციას, ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ორგანიზაციის საშუალებით ახორციელებდა, რომელზეც ყოველწლიურად 2 000 000 - 2 400 000 ლარი იხარჯებოდა. ამასთან, ცალკე მერიის მიერ ხორციელდებოდა გარე განათებების მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯის გადახდა, რომელიც ყოველწლიურად 2 000 000 ლარს აჭარბებდა. ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისი" მეტად ეფექტური იქნება გარე განათებისა და შუქნიშნების ექსპლუატაციისთვის. რაც შედეგობრივად უნდა აისახოს ქსელის გამართულ მუშაობაზე. ქსელის რეაბილიტაციაზე და ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებაზე,"-ნათქვამია მერიის განცხადებაში.  

ახალი ა(ა)იპის შექმნა ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-4 სხდომაზე ოპოზიციამ გააპროტესტა.

"ქუთგანათების სერვისის" ბიუჯეტი 3 მილიონ 463 ათასი ლარია.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოპოზიციონერმა პარტიებმა ქუთაისის მერი ხიდის რეაბილიტაციის გამო
კვლავ გააკრიტიკეს.
14:35 / 21.01.2019
ოპოზიციონერმა პარტიებმა ქუთაისის მერი ხიდის რეაბილიტაციის გამო კვლავ გააკრიტიკეს.
ქუთაისის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს
პასუხობს.
14:16 / 21.01.2019
ქუთაისის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0368
TRY
TRY
0.4974
USD
USD
2.6629
«« იანვარი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 13 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.
13:32 / 14.01.2019
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება
15:46 / 25.12.2018
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის
13:38 / 17.01.2019
გარდაცვლილია სამი ადამიანი- ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
12:34 / 15.01.2019