გიგი უგულავა ვანისა და ხონის

მაჟორიტარობისატის იბრძოლებს. ამის შესახებ ცნობილი “ევროპული საქართველოს” მეხუთე რიგგარეშე ყრილობაზე გახდა ცნობილი.

“ხონსა და ვანს აქვს შანსი, ქვეყანაში მიმდინარე მდორე ცხოვრება პროგრესისკენ შემოაბრუნოს”, – განაცხადა ყრილობაზე გიგი უგულავამ.

“საქართველო იქნება ევროპული, თავისუფალი და ღირსეული მოქალაქეების მიერ შექმნილი ქვეყანა! ხონისა და ვანის გავლით ევროპული საქართველოსკენ!,”-განაცხადა გიგა  ბოკერიამ. 

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს და კანიდატს, პარტიაში ამაზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ.

“ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა კონცენტრირება ხონისა და ვანის არჩევნებზე”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *