იმერეთის გუბერნატორთან

არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე გუბერნატორმა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებმა 2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ასევე, იმსჯელეს რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

გარდა ამისა, სხდომაზე საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფის შეიქმნა და ახალი შემადგენლობით დამტკიცდა. ჯგუფის წევრები იმერეთის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები არიან.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი დაესწრო. წარმომადგენლები იმერეთის მხარეში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობასაც გაეცნენ. მხარეებმა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებაც იმსჯელეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *