ქუთაისში ევროკავშირთან ასოცირების

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინეს.

შეხვედრა ქუთაისის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ინიციატივით ჩატარდა.

მომხსენებლებმა ოთხი თემა განიხილეს, რომელთა შორისაა ბავშვთა უფლებები, შრომის უფლებები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოს დაცვა.

“ვთვლით, რომ ევროინტეგრაციის პროცესში რეგიონებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ. შეხვედრაზე ინფორმაცია მივაწოდეთ მსმენელებს თუ რა ეტაპზე ვართ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით, რა შესრულდა ამ დრომდე და რა უნდა შესრულდეს მომავალში,”-განაცხადა “ფონდ ღია საზოგადოება- საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.

ჩხიკვაძის განმარტებით, მოქალაქეთა ჩართულობა აღნიშნულ პროცესში ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას გამოიწვევს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *