“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. კვლევაში საუბარია, რომ თანამდებობის პირთა ნაწილმა არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

ორგანიზაცია ტენდერების ნაწილში კორუფციის ნიშნებს ხედავს და კვლევაში წერია:
დავით მესხიშვილი – ზესტაფონის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსის მ/შ 2017 წლის ნოემბრიდან.

დავით მესხიშვილის მიერ 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ მამამისი – ნოდარი მესხიშვილი არის შპს “ზესტაფონპროექტის” დირექტორი და 30%-იანი წილის მესაკუთრე.

აღსანიშნავია, რომ შპს “ზესტაფონპროექტმა” 2015-2017 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული 20 ტენდერი მოიგო, რომელთა საბაზრო ღირებულებამ, დაახლოებით, 87 000 ლარი შეადგინა.

“თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.”- წერია კვლევაში.

როგორია ზესტაფონის მერიაში ორგანიზაციის კვლევის შესახებ პასუხი, ამის შესახებ ინფორმაციას პასუხების მიღებისთანავე მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *