ქუთაისის მერიის ა(ა)იპ კულტურის

დაწესებულებათა გაერთიანებაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

გაერთიანების ხელმძღვანელის რეზო თედორაძის თქმით, ამ ეტაპზე საშტატო ერთეულში სპეციალისტის ფორმულირება ზოგადია, რეორგანიზაციის შედეგად კი ა(ა)იპში დასაქმებულებს კონკრეტული მიმართულებით მომუშავე სპეციალისტის სტატუსი მიენიჭებათ.

“საშტატო ერთეულში ძალიან ზოგადად არის ფორმულირება სპეციალისტის. წინა კვირაში მივმართეთ ყველა ფილიალს, რომ ხალხმა, რომლებიც არიან მოხსენიებული ზოგადად, როგორც სპეციალისტი, დაწერონ ბოლო ექვსი თვის ანგარიში,”-განაცხადა თედორაძემ.

ა(ა)იპის ხელმძღვანელის განმარტებით, წარმოდგენილ ანგარიშებს რეორგანიზაციის კომისია განიხილავს. პირველი მარტიდან კი გასაუბრებების ეტაპი დაიწყება. მისივე თქმით, ადამიანები, რომელთა საქმიანობაც ანგარიშის საფუძველზე პროფილური კუთხით დადასტურდება, ხელშეკრულებით შტატში პირველი აპრილიდან იმუშავებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *