ქუთაისის მერია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”

ინიციატივას ეხმაურება. პარტიის წევრი გია უკლება განმარტავდა, რომ ქუთაისის ბიუჯეტს მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკის შენახვა არ შეეძლო და შესაბამისად, ის უნდა გაყიდულიყო. გარდა ამისა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ტექნიკური მომსახურებისათვისა და საწვავის ხარჯებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობაც გააპროტესტა.

“ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროსაა ნაყიდი და მათ მიერვე გაფუჭებული. დღეს, ამ ავტომობილების შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ბიუჯეტს. გასულ წლებში ავტომობილების შეკეთებასა და მომსახურეობაზე 64 000 ლარი იხარჯებოდა. ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნული ხარჯი 24 000 ლარი გახდა. იმ ავტომობილებს, რომლის შეკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება, ქალაქის მერია აღარ გაარემონტებს, გაყიდის. ჩვენ ვცდილობთ ეკონომია გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გავწიოთ,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე გია უკლება საჯარო მოხელეების საკუთარი ტრანსპორტით გადადგილებას მოითხოვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *