“პასაჟებში” მსხდომ გარემოვაჭრეებს შევთავაზებთ ალტერნატივას,

რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი,”-აღნიშნულის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განაცხადა.

როგორც ჯავახიამ განმარტა, ე.წ “პასაჟებში” ყველანაირი ტიპის გარევაჭრობა აიკრძალა, მათ შორის საკანცელარიო და საეკლესიო ნივთებით.

რაც შეეხება გარემოვაჭრეების მოთხოვნას, მათ მიერ დადგმული სავაჭრო დახლების დაბრუნების შესახებ, ჯავახიას თქმით, ადგილი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაასუფთავეს და მოვაჭრეებმა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციით სწორედ მათ უნდა მიმართონ.

“არ ვიცი, რა დახლებზეა საუბარი. შესაბამისი სამსახურის მიერ გასუფთავებული იქნა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე “პასაჟების” მიმდებარე ტერიტორია. თუ დახლი იყო და მაგიდა იდგა, ეს უნებართვო იყო. ვინმე თუ წარმოადგენს რაიმე დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ ის მისი საკუთრება იყო, შეუძლია მიმართოს დასუფთავების სამსახურს,”-განაცხადა ჯავახიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გარევაჭრობა პირველი მარტიდან აიკრძალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *