“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აგრძელებს თანამდებობის პირთა

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს. ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებულმა საჩუქრებმა. მაღალჩინოსნების მიერ ფულადი საჩუქრების მიღება გარკვეულ კორუფციულ რისკებთანაა დაკავშირებული, რის გამოც საჯარო სამსახურის ბიურომ თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეისწავლოს.

“არჩილ გოგსაძე “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევს, ვინაიდან მას საჯარო რეესტრის მონაცემებით “აქტიური” სტატუსის მქონე საწარმოში დირექტორის პოსტი უკავია. ამავე დროს, მისი ოჯახის დეკლარირებული გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავალს, რაც საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების საფუძველი უნდა გახდეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ 2016-2017 წლებში 45 000 ლარის ოდნების ფულადი საჩუქარი მიიღო. 2016 წელს 20 000 ლარი მას ძმამ და დეიდაშვილმა აჩუქეს, ხოლო 2017 წელს 25 000 ლარის საჩუქარი ძმისგან მიიღო.” – წერია კვლევაში 

საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა ვრცლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *