ცოტნე ზურაბიანი კარტლისში წყალტუბოელ ფერმერებს შეხვდა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა საკანონმდებლო საქმიანობა მიმოიხილა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკაზე, პროგრამებსა და ფერმერთათვის განკუთვნილ შეღავათებზე ისაუბრა.

“ფერმერებთან საინტერესო შეხვედრა შედგა. მომავალში მათთან შესახვედრად ჩემთან ერთად იქნებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროდან წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ყველა კითხვას ამომწურავად გავცემთ პასუხებს”- განაცხადა ზურაბიანმა.

მაჟორიტარის შეხვედრა ფემერებთან კომპანია “კარტლის აგროსისტემებთან” თანამშრომლობით შედგა.

“ჩვენი მიზანია, ფერმერი იყოს ინფორმირებული, რადგან გაზარდოს მისი პროდუქციის წარმოება, რაც პირდაპირ კავშირშია შემოსავალთან. ასეთი შეხვედრების დროს კი ისინი შემოსავლის გაზრდისთვის საჭირო ინფორმაციას იღებენ,”- განაცხადა დასავლეთ რეგიონალური ცენტრის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე დოღონაძემ.

წყალტუბოელი ფერმერის გიორგი კაპანაძის თქმით, სასიამოვნოა, როდესაც თვითმმართველობის წარმომადგენელი უშუალო კომუნიკაციას ამყარებს ადგილობრივებთან.

ცოტნე ზურაბიანი ფერმერებთან შეხვედრას კვლავ გამართავს, სადაც მოწვეული იქნებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *