პოლიტიკა
ქუთაისის მერს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ
ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი კიკვაძე ქალაქის მერს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

კიკვაძე განმარტავს, რომ ის 2006 წლიდან "ლეიბორისტული პარტიის" წევრია და ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურში 2015 წლიდან  მუშაობდა. კიკვაძის თქმით, მას  ახალი მერის დანიშვნამდე პრობლემა არ შექმნია.

"ეს იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების კლასიკური მაგალითი. გიორგი ჭიღვარიამ 2017 წლის ბოლოს ჯერ მერიიდან გამათავისუფლა, ხოლო შემდეგ სპორტის ა(ა)იპიდან თავისი ქვეშევრდომის საშუალებით გამომიშვა. მერიიდან გათავისუფლების დროს იყო დაპირება, რომ შესაბამის სამსახურში შტატს ყველა მიიღებდა, რაც მხოლოდ ჩემ შემთხვევაში არ განხორციელდა,"-განაცხადა კიკვაძემ.

როგორც ირაკლი კიკვაძე განმარტავს, კულტურის სამსახურში დასაქმებული 20 თანამშრომლიდან ჭიღვარიას მხარდამჭერი მხოლოდ 2-3 ადამიანი იყო. კიკვიძის აზრით, სწორედ ამან განაპირობა სამსახურის გაუქმება და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მისი გათავისუფლებაც.

სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე განმარტავს, რომ ირაკლი კიკვაძე ა(ა)იპში გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი.

ირაკლი კიკვაძე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ვალუტა
EUR
EUR
2.8436
TRY
TRY
0.5080
USD
USD
2.4417
ამინდი
თბილისი 19 - 27 °C
img
ქუთაისი 18 - 28 °C
img
ბათუმი 20 - 26 °C
img