პოლიტიკა
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ
იმერეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტსა და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირონ და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დროულად განიხილონ.

"საქართველოს პარლამენტსა და დეპუტატებს მივმართეთ საჯარო განცხადებით, რომ მხარი დაუჭირონ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს, რომელიც ერთი წელია ინიცირებულია. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ის აუცილებლობა, რაც გენდერული კვოტირების კანონპროექტის მიღებასთან არის დაკავშირებული,"-განაცხადა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა თემურ ჯვარშეიშვილმა.

კამპანიას იმერეთის მასშტაბით 24 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეუერთდნენ.

"შემოვუერთდით კამპანიას, რადგან მხარს ვუჭერთ გენდერულ კვოტირებას. ამ დრომდე გატარებულმა ღონისძიებებმა გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით პოლიტიკაში ვერ გამოიღო სასურველი შედეგი. არის გარკვეული წინსვლა, თუმცა ეს არ არის საკმარისი,"-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიის სახლის" ხელმძღვანელმა ირინა ქართველიშვილმა.

2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.

შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოპოზიციის ბრალდებებს, შესაძლო კორუფციული გარიგებასა და
ორმაისობის სავარაუდო
22:22 / 25.04.2018
ოპოზიციის ბრალდებებს, შესაძლო კორუფციული გარიგებასა და ორმაისობის სავარაუდო
ქუთაისის მერიაში საშტატო ცვლილებები განხორციელდა.
17:10 / 25.04.2018
ქუთაისის მერიაში საშტატო ცვლილებები განხორციელდა.
16:45 / 25.04.2018
"ქალაქის მერმა სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა ორმაისობას დაგეგმილი ღონისძიებები არ ჩაიშალოს"
ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-7 სხდომის დღის წესრიგში ცვლილება
შევიდა.
16:18 / 25.04.2018
ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-7 სხდომის დღის წესრიგში ცვლილება შევიდა.
13:17 / 25.04.2018
"ქუთაისი ქვეყნის მე-2 ქალაქია და მასზე მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნოს"
ახალი ამბები
"კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი ე.წ შავ სიაში არ იმყოფება"-მერიაში ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ
22:22 / 25.04.2018
ოპოზიციის ბრალდებებს, შესაძლო კორუფციული გარიგებასა და ორმაისობის სავარაუდო
ქუთაისის მერია 5 ახლადშექმნილი შტატის შესავსებად კონკურსს გამოაცხადებს
17:10 / 25.04.2018
ქუთაისის მერიაში საშტატო ცვლილებები განხორციელდა.
"მერმა სასწრაფოდ მიიღოს ზომები"-ოპოზიცია "გვირილობის" დღესასწაულის ჩაშლაზე საუბრობს
16:45 / 25.04.2018
"ქალაქის მერმა სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა ორმაისობას დაგეგმილი ღონისძიებები არ ჩაიშალოს"
"გარე განათების სანათების გადაცემა ვანისა და ხონისათვის ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად იგეგმებოდა"
16:18 / 25.04.2018
ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-7 სხდომის დღის წესრიგში ცვლილება შევიდა.
"ქუთაისი ქვეყნის მე-2 ქალაქია და მასზე მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნოს"
13:17 / 25.04.2018
"ქუთაისი ქვეყნის მე-2 ქალაქია და მასზე მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნოს"
"ქართული ოცნების" დელეგატები ქუთაისიდან
13:08 / 25.04.2018
"ქართული ოცნების" დელეგატები ქუთაისიდან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
ქუთაისში გარევაჭრობის შედეგად დაზიანებული ტროტუარები მოეწყობა
12:54 / 25.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ტროტუარები, რომლებიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა
ვალუტა
EUR
EUR
3.0243
TRY
TRY
0.6085
USD
USD
2.4787
ამინდი
თბილისი 10 - 24 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img