ქუთაისის გენდერული თანასწორობის

საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.  როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ის სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტის მიღებას ემხრობა.

“სრულად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას!

თუ მსოფლიო გამოცდილებას გადავხედავთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სწრაფი ზრდისთვის გენდერული კვოტაზე ქმედითი მექანიზმი ჯერ არ მოუფიქრებიათ.

საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე მსჯელობა უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ მიმართულებით.

მივესალმები ყველა ქმედებას, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება.

საკითხები, რომლებსაც ქვეყნისათვის მოაქვს მეტი განვითარება და ამაღლებს დემოკრატიულობის ხარისხს, უნდა იყოს ყოველთვის წახალისებული და მხარდაჭერილი.

ჩემი, როგორც ქუთაისის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის უმთავრესი ამოცანაა ქალაქის დონეზე გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარება,”–განაცხადა შენგელიამ.

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო 20 წევრის შემადგენლობით ფუნქციონირებს.  მათ შორის არიან როგორც საკრებულოს წევრები, ასევე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *