ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების

პროცესი მიმდინარეობს.  სოფელ ლეღვანსა და ვანში უკვე დასრულდა გზის მოწყობის სამუშაოები, ჯამში 8 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო, რომლის ღირებულებაც 1 490 742 ლარს შეადგენს. სოფელ ღარიხევში კი დასრულების ეტაპზეა გზის დაგების პროცესი, სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 109 ლარია გამოყოფილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 26 სოფლამდე მისასვლელი გზა გაკეთდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. პრიორიტეტი მაღალმთიან სოფლებს ენიჭებოდა.

დასრულებული და მიმდინარე ობიექტების მონიტორინგი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა განახორციელეს . ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ საჭიროებებსა და პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *