ქალთა რაოდენობით პარლამენტში, საქართველო 120-ე ადგილს იკავებს.

სამართლიანი არჩევნების კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის გენდერული შემადგენლობა 2004 წლიდან დღემდე ასეთია:

არასამთვარობო სექტორის წარმომადგენლები გენდერული კვოტირების აუციებლბაზე საუბრობენ. სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტის მიღებას ემხრობა პრემიერ მინისტრიც.
გენდერული კვოტა არის დროებითი მექანიზმი. მისი მიზანია დაიცვას ქალები პოლიტიკური იზოლაციისგან. მთელ მსოფლიოში ქალთა 30-40-პროცენტიანი წარმომადგენლობა ე.წ. კრიტიკულ მასად ითვლება, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს, როგორც ინტერესთა ჯგუფს, სახელმწიფო პოლიტიკაზე გავლენა ჰქონდეს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, 2020 წლის პარლამენტში პარტიული სიით არჩეული 77 დეპუტატიდან 38 ქალი იქნება, რაც პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის მხოლოდ 26 პროცენტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *