პოლიტიკა
ორგანიზაციები, რომლებიც ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებს დააკვირდებიან
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედურ არჩევნებს ერთი საერთაშორისო და 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

2018 წლის 28 აპრილის პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოში ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია- "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდია" (IFES) რეგისტრირებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს შემდეგი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები დააკვირდებიან, რომელთაც ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარეს: "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი" , "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი" (ICDI),"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED),"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ,"საზოგადოებრივი დამცველი", "ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი", "ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921", "მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის", "საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი", "საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი", "მრავალ ეთნიკური ერთობა", "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", "საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი", "თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრი" "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი", "მწვანე დედამიწა".

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება.

| Print |