ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე სანიაღვრე

სისტემა მოწესრიგდა. სამუშაოების შესასრულებლად 30 000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მერიამ გაავრცელა.

“ეს საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის. ჩვენ აქ და სხვა უბნებში დავიწყეთ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება. პეტრიწის ქუჩაზე მოსული ნალექი მოსახლეობისთვის პრობლემა აღარ იქნება,”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

სანიაღვრე სისტემის სამუშაოები ქუთაისის მერმა, ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *