ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-6 სხდომაზე განიხილეს. ანგარიში დადებითად შეაფასა საკრებულოს უმრავლესობამ, თუმცა აღნიშნული მიუღებელი აღმოჩნდა ოთხი დეპუტატისათვის.

2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუმატებლად მიიჩნიეს ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.

“2017 წელი ქუთაისისათვის იყო ძალიან ცუდი წელი. მარტო სოციალური საცხოვრისის პრობლემა კმარა იმისათვის, რომ დავინახოთ თუ როგორ გაფლანგა ქუთაისის მერიამ ორი მილიონ-ნახევარი ლარი წინა წელს. ჩვენ მოვუწოდეთ საკრებულოს, უარყოფითად შეეფასებინა 2017 წლის ბიუჯეტის შესრულება, სამწუხაროდ, არ გაიზიარეს. ამ ქმედებით საკრებულომ პასუხისმგებლობა აიღო მურღულიას ნამოქმედარზე,”-განაცხადა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტმა მასში შესული 7 ცვლილების შემდეგ საბოლოოდ 67 133,5 ათასი ლარი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *