ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა

და ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარემ ნანა კოსტავამ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა. კოსტავას თქმით, პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. კოსტავა მიიჩნევს, რომ პარლამენტმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კუთხით რეგულაცია უნდა მიიღოს.

“მე, როგორც ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე მოვალე ვარ გავაკეთო განცხადება და გამოვეხმაურო საერთო ვნებათაღელვას, რომელიც ტელევიზიით ბანალური განცხადებების გაჟღერებამ გამოიწვია მომხდარი ფაქტის- “აიისას” პროდუქციაზე ქართველი წმინდანი მეფის დახატვის შესახებ. იწყება ვნების შვიდეული, ძალიან მძიმე დღეები ქართველი მართლმადიდებლებისათვის და ეს განცხადება აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. პარლამენტმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კუთხით რეგულაცია უნდა მიიღოს, რათა ყველა აღმსარებლობის ადამიანი მშვიდად იყოს ჩვენს ქვეყანაში,”-განაცხადა კოსტავამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია ,,აიისას” მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე თამარ მეფის სურათის დახატვა ქუთაისშიც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ფაქტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მიიჩნიეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *