პოლიტიკა
"ყველაფერი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება"-ქუთაისის მერმა მშენებლობის ნებართვა გააუქმა
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა N46 ბინასთან სკვერში მშენებლობა აღარ განახლდება. განცხადებას ქუთაისის მერია ავრცელებს. თვითმმართველობამ შპს "იმერეთს" ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ქუთაისის მერიამ აღნიშნული მშენებლობის ნებართვა ერთი თვის უკან შეაჩერა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად სცნო. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, მერია მზად არის კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს და ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.

,,ეს იყო ჩემი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ქალაქს მეტი მწვანე ზოლი და რეკრეაციული ზონა ექნებოდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სკვერებში უსახური და უნებართვო მშენებლობები. ჩვენ აქ სამუშაოები ერთი თვის უკან შევაჩერეთ და რადგან სააპელაციო სასამართლომ ბათილად სცნო ეს გადაწყვეტილება, ამჯერად ადგილზე ყველანაირი მშენებლობის ნებართვა გავაუქმეთ. ყველაფერი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. ჩვენ ბიზნეს ინტერესებსაც ვითვალისწინებთ და მათ ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს შევთავაზებთ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ერთი თვის წინ ჭავჭავაძის #46 ბინის მაცხოვრებლებმა 202 ხელმოწერით მერიას მიმართეს, რათა მათ ბინასთან არსებულ სკვერში მშენებლობა შეჩერებულიყო.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019