“გიყვარდეს შენი ქალაქი”-ზესტაფონში

დასუფთავების აქცია მოეწყო. აღნიშნული სხვადასხვა სახის აქტივობებს აერთიანებს, მათ შორისაა “გაამწვანე შენი ქალაქი”.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია ამიერიდან ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს მოეწყობა. ასევე, ღონისძიებას ექნება კონკურსის სახე, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ყოველი თვის შემდეგი ნომინანტები: “საუკეთესო კომპანია”; “ყველაზე სუფთა და ლამაზი ეზო”; “ყველაზე მზრუნველი მოქალაქე”; “საუკეთესო ინიციატორი” და ა.შ.

აქციის ფარგლებში, ქალაქის მერმა და მოადგილემ ქალაქის ახალ სკვერში წიწვოვანი ჯიშის ხეები დარგეს.

გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ნაგვის ურნებიც განთავსდა, რომლებიც ქალაქს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით გადაეცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *