სამტრედიის მერის პირველი მოადგილე დაკავებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების
ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი
სულავა დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის
მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადტარული მეტრი 2 მიწის ნაკვეთის
იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ
ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა.
"2018 წლის 3 აპრილს ირაკლი ს-მ ზემოხსენებულ მეწარმეს გამოართვა
ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა
ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების
ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის
,,ბ"" პუნქტით),რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით."- წერია სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები